აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიამდე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯორჯ ვაშინგტონსაც კი გაუჭირდებოდა მისი დამარცხება.
„გამოკითხვებში ჩვენი რეიტინგები ცამდე ასული იყო. ამ ჩინური ჭირის მოსვლამდე ჯორჯ ვაშინგტონსაც კი გაუჭირდებოდა ჩემი დამარცხება. შემდეგ მოხდა ის, რაც ყველა სხვა ქვეყანაში მოხდა - ვირუსი დაგვატყდა თავზე და ამან, რა თქმა უნდა, გავლენა მოახდინა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
RealClearPolitics-ის ინდექსის თანახმად, 31 მარტის მდგომარეობით, აშშ-ის პრეზიდენტის რეიტინგი 47.3%-ს შეადგენდა, ხოლო 11 აგვისტოს მდგომარეობით, რეიტინგი 43%-ს შეადგენს.