მინსკში საპროტესტო აქციის მსვლელობისას ძალოვნები BBC-ის ჟურნალისტებს თავს დაესხნენ

მინსკში საპროტესტო აქციის მსვლელობისას ძალოვნები BBC-ის ჟურნალისტებს თავს დაესხნენ

მინსკში საპროტესტო აქციის მსვლელობისას BBC-ის რუსული სამსახურის ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ თავად გამოცემა ავრცელებს.

„შავ უნიფორმაში ამოსაცნობელი ნიშნების გარეშე მამაკაცთა ჯგუფი ჟურნალისტებს მიუახლოვდა. ერთ-ერთმა აკრედიტაციის წარდგენა მოითხოვა, რის შემდეგაც ჟურნალისტს კამერა გამოსტაცა ხელიდან და მისი დამტვრევა სცადა“, - ნათქვამია BBC-ის რუსული სამსახურის განცხადებაში.

როგორც გამოცემაში აღნიშნავენ, ჟურნალისტები არ დაუკავებიათ, თუმცა მას შემდეგ, რაც ოპერატორმა აკრედიტაციის მოწმობის დაბრუნება მოითხოვა, მამაკაცებმა მისი ცემა დაიწყეს.

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას - 9.9%-მა.

ბელარუსში სამართალდამცველებმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქუჩაში გასული დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი. საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა დაახლოებით 3 ათასზე ნეტი ადამიანი დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მინსკში საპროტესტო აქციის ერთი მონაწილე დაიღუპა.