ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, გლობალური ვაქცინაციისთვის 100 მილიარდზე მეტი დოლარი იქნება საჭირო. ამის შესახებ მან ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გლობალური ვაქცინაციისთვის 100 მილიარდზე მეტი დოლარი იქნება საჭირო. ეს დიდი თანხაა, მაგრამ არაფერია იმ 10 ტრილიონთან შედარებით, რაც „დიდი ოცეულის“ ქვეყნებმა უკვე დახარჯეს პანდემიასთან ბრძოლაზე“, - განაცხადა გებრეიესუსმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.