ტრამპს „დიდი შვიდეულის“ სამიტის ჩატარება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სურს

ტრამპს „დიდი შვიდეულის“ სამიტის ჩატარება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სურს

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „დიდი შვიდეულის“ სამიტის ჩატარება ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სურს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„სულ უფრო მეტად ვიხრები იქითკენ, რომ სამიტი, რომელიც სექტემბერში უნდა გამართულიყო, არჩევნების შემდეგ ჩავატარო“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

მისივე განცხადებით, ოფიციალური მიწვევები ლიდერებისთვის თეთრი სახლიდან ჯერ არ გაგზავნილა და ახლა ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ჟურნალისტების კითხვაზე, იქნება თუ არა მიწვეულ სტუმრებს შორის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინს მიიწვევდა, ვინაიდან „ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს“.

„დიდი შვიდეულის“ სამიტი კემპ-დევიდის რეზიდენციაში ივნისში უნდა ჩატარებულიყო, შემდეგ კი ტრამპმა განაცხადა, რომ სამიტი შემოდგომაზე გაიმართება.