ბელარუსში ინტერნეტი მესამე დღეა არ მუშაობს

ბელარუსში ინტერნეტი მესამე დღეა არ მუშაობს

ბელარუსში ინტერნეტი მესამე დღეა არ მუშაობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაბლოკილია ყველა ძირითადი სოციალური ქსელი, მესენჯერი და საძიებო სისტემა, უცხო ქვეყნებიდან ბელარუსულ დომენზე შესვლა კი შეზღუდულია.

ალექსანდრ ლუკაშენკოს განცახდებით, შეფერხების მიზეზი უცხო ქვეყნიდან განხორციელებული კიბერშეტევა გახდა, თუმცა ადგილობრივი Iთ-ექსპერტები და უფლებადამცველები მომხდარში სახელმწიფოს ადანაშაულებენ.

დამოუკიდებელი ორგანიზაცია Nეტბლოცკს-ი, რომელიც მსოფლიოში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის მონიტორინგითაა დაკავებული, ბელარუსში მონაცემთა გაცვლასთან დაკავშირებულ პრობლემებს ადასტურებს.

„ინტერნეტზე წვდომა ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების გამო შეიზღუდა. დღის განმავლობაში შეფერხებების მასშტაბი იზრდებოდა. ამან საინფორმაციო ვაკუუმი შექმნა, ამ დროს კი ქვეყნის მოსახლეობა გარე სამყაროსთან კონტაქტის დამყარებას ცდილობდა“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

პრეზიდენტის აპარატთან შექმნილ „კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ბელარუსის ეროვნულ ცენტრში“ აცხადებენ, რომ მთავარი ინტერნეტ-პროვაიდერის, „ბელტელეკომის“ ინფრასტრუქტურაზე DDოშ-შეტევები განხორციელდა. მათივე ინფორმაციით, კიბერშეტევები ასევე განხორციელდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და რამდენიმე მედიასაშუალების ვებ-გვერდები.

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას - 9.9%-მა.

ბელარუსში სამართალდამცველებმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქუჩაში გასული დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი. საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა დაახლოებით 3 ათასი ადამიანი დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მინსკში საპროტესტო აქციის ერთი მონაწილე დაიღუპა.