ინგრედიენტები
კვერცხის ცილა - 1
მინანქარი
სოდა - 1 ჩ.კ
ფორთოხლის ლიქიორი - 8 ს.კ
ფქვილი - 200 გ
კვერცხი - 5
ქიშმიში - 200 გ
დაფქული ჯანჯაფილი - 1 ჩ.კ
ფორთოხლის ცედრა - 2 ს.კ
დაფქული ნუში - 200 გ
შაქარი - 200 გ
დარბილებული კარაქი - 200 გ
შაქრის პუდრი - 200 გ
ლიმონის წვენი - 1 ჩ.კ
მომზადების წესები
დარბილებული კარაქი და შაქარი კარგად ათქვიფეთ. შეათქვიფეთ კვერცხი. დაამატეთ ფქვილი, სოდა, დაფქული ნუში, ცედრა და დაფქული კოჭა (ჯანჯაფილი). შეურიეთ ქიშმიში და ლიქიორი.
გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი. ჩადეთ ცომი და გამოაცხეთ 160 გრადუსზე, დაახლოებით 1 სთ.. შემდეგ დააფარეთ ზემოდან ფოლგა და დატოვეთ გამორთულ ღუმელში კიდევ 1 სთ. შემდეგ გამოიღეთ და ბოლომდე გააციეთ.
მზა კექსი მორთეთ მინანქრით : შაქარი და ცილა ათქვიფეთ ერთად მსუბუქად, დაამატეთ ლიმონის წვენი და გადაუსვით ნამცხვარს.