ინგრედიენტები
შაქარი - 1 ს.კ
კვერცხი - 2
მარგარინი - 50 გ
კარაქი - 100 გ
სახაჭაპურე ყველი - 1.400 კგ
ფქვილი - 1 კგ
მარილი - 1 ჩ.კ
საფუარი - 1 ს.კ
მომზადების წესები
ნახევარ ლიტრი თბილ წყალში გახსენით 1 კოვზი შაქარი. შემდეგ ჩაამატეთ საფუარი და დატოვეთ 10 15 წუთი, მორევის გარეშე. საფუარი რომ გადნება და ქაფად გადაიქცევა, დაამატეთ 1 კოვზი მარილი. შემდეგ ამ საფუვრიან წყალს ჩაამატეთ გამდნარი, შეგრილებული კარაქისა და მარგარინის ნარევი (ან მთლიანად კარაქი). შემდეგ შეურიეთ გაცრილიფქვილი და მოზილეთ ცომი. დადგით სითბოში ასაფუებლად. დაახლოებით 1-1.5 საათში ცომი გაფუვდება.
ამასობაში გახეხეთ ან დაფხვენით ყველი. შეურიეთ 2 კვერცხის ცილა. გულებს შეურიეთ 2 ს.კ წყალი და ამდენივე ზეთი. ის ხაჭაპურებს ზემოდან უნდა გადავუსვათ.
ცომი 4 ნაწილად გაყავით. ყველიც ასევე. ცომს ადროვეთ რამდენიმე წუთი ხელახლა ამოფუება, თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ და ჩაუდეთ ყველი. მოუკარით თავი და კვლავ გააბრტყელეთ.
ზემოდან გადაუსვით კვერცხის გულის ნარევი და გამოაცხეთ 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.