გოგოლის N12 ში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გოგოლის N12 ში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გოგოლის N12-ში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე პროექტი, ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნულ მისამართზე 23 ოჯახი ცხოვრობს, სამუშაოებს ჩუღურეთის რიაონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 6000 ლარია. მსგავსი სამუშაოები 9 მისამართზე უკვე დასრულდა, პარალელურად 6 ზე მიმდინარეობს და წლის ბოლომდე კიდევ 10 მისამართზე განხორციელდება.