ჰონგ-კონგში, უცხოურ ძალებთან შეთქმულების ბრალდებით, მედიამაგნატი დააკავეს

ჰონგ-კონგში, უცხოურ ძალებთან შეთქმულების ბრალდებით, მედიამაგნატი დააკავეს

ჰონგ-კონგში, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონის ფარგლებში, უცხოურ ძალებთან შეთქმულების ბრალდებით, მედიამაგნატი ჯიმი ლაი დააკავეს, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.

ჯიმი ლაი, რომელიც ოფიციალური პეკინის პოლიტიკის მწვავე კრიტიკოსია, ჰონგ-კონგში მასობრივი ანტისამთავრობო დემონსტრაციების ორგანიზატორად მიიჩნევა.

72 წლის მილიონერი Next Media-ჯგუფისა და პოპულარული გამოცემის, Apple Daily-ს დამფუძნებელია.

მასთან ერთად, იგივე ბრალდებით, კიდევ 6 პირია დაკავებული.

ჰონგ-კონგის პრო-დემოკრატიულ ჯგუფებსა და ჩინეთის მთავრობას შორის დაძაბულობაა. პეკინის მიერ, ივნისში, ჰონგ-კონგში ამოქმედებულ ეროვნული უსაფრთხოების ახალ კანონს მრავალი კრიტიკოსი გამოუჩნდა. მათი აზრით, ეს ჰონგ-კონგის თავისუფლებას არღვევს. პეკინმა კანონი 30 ივნისს დაამტკიცა. ახალი კანონი ჩინეთის ხელისუფლებას ჰონგ-კონგზე დამატებით უფლებამოსილებას ანიჭებს.