ვლადიმერ პუტინმა ალექსანდრე ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ვლადიმერ პუტინმა ალექსანდრე ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის ლიდერს, ალექსანდრე ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარება ძმური ერების ინტერესებს ემსახურება“.

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას - 9.9%-მა.

ბელარუსში სამართალდამცველებმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქუჩაში გასული დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი.

უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვიასნას“ ინფორმაციით, მინსკში სამართალდამცველებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების შედეგად 47 ადამიანი დააკავეს, ხოლო ბელარუსის მასშტაბით 119.