ბადრიჯანი ბოსტნეულის სატენით - ყველაზე საზაფხულო კერძი, რომელიც ზამთრისთვისაც შეინახება

ბადრიჯანი ბოსტნეულის სატენით - ყველაზე საზაფხულო კერძი, რომელიც ზამთრისთვისაც შეინახება

ინგრედიენტები

ბადრიჯანი - 2 კგ

სტაფილო - 0.5 კგ

ბულგარული წიწაკა - 1-2 ც

წითელი წიწაკა - 1-3 ც

ნიორი - 2 თავი

სასურველი მწვანილი - (მაგლითად: ქინძი, ოხრახუში, ბაზილიკი...)

მარინადი

წყალი - 1 ლ

მარილი - 70 გ

დაფნის ფოთოლი - 2 ც

შავი პილპილის მარცვალი

წყალში მოწალვისთვის

წყალი - 1 ლ

მარილი - 30 გ

მომზადების წესები

დავიწყოთ მარინადის მომზადებით. ამისთვის ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ მარილი, 10-მდე შავი პილპილის მარცვალი და 2 დაფნის ფოთოლი. 2-3 წუთი ადუღეთ და გადმოდგით.

გავაგრძელოთ ბადრიჯნის მოწალვით. ამისათვის ქვაბში წყალი ჩაასხით და მარილი ჩაყარეთ. ამოურიეთ. ცეცხლზე შემოდგით.

ბადრიჯანს ყუნწი მოაჭერით და ნახევრად გაჭერით შუაზე. ისე, როგორც ბადრიჯნის ნავებს აკეთებთ ხოლმე. წყალი რომ ადუღდება, ბადრიჯანი ქვაბში გადაიტანეთ, ქვაბს თავსახური დააფარეთ და 3-5 წუთით გააჩერეთ.

შემდეგ ბადრიჯანი საწურზე გადაიტანეთ. კარგად დააწექით, რომ სრულად დაიწრიტოს. რამე სიმძიმე დაადეთ თავზე.

სანამ ბადრიჯანი იწრიტება, დანარჩენი ბოსტნეული გაამზადეთ. სტაფილო და ნიორი გახეხეთ, წიწაკები და მწვანილი წვრილად დაჭერით. ყველაფერს კარგად ამოურიეთ.

ბადრიჯანი ამ შიგთავსით ამოავსეთ და ქვაბში გადაიტანეთ. თავზე გამზადებული მარინადი ჩაასხით. თეფში დაადეთ, სიმძიმე დააფარეთ და ერთი კვირის განმავლობაში ბნელ, გრილ ადგილას შეინახეთ (მაცივარში ან სარდაფში). ასე მომზადებული ბადრიჯანი მარილწყალში 5-6 თვე ინახება.