აშშ-ის კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, უილიამ ევანინამ განაცხადა, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობენ. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ევანინა აცხადებს, რომ ჩინეთი ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის წინააღმდეგია, ირან აშშ-ის დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტება სრულს, რუსეთი კი ტრამპს უჭერს მხარს და არჩევნებზე მისი კონკურენტის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ მოქმედებს.
ამასთან, კონტრდაზვერვაში მიაჩნიათ, რომ კრემლთან დაკავშირებული ადამიანების ნაწილი ტრამპის კანდიდატურის მხარდაჭერას სოციალურ ქსელებსა და რუსული ტელეკომპანიების ეთერში ცდილობს.
ამ განცხადების კომენტირებისას თავად ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის მისი მეორედ არჩევის წინააღმდეგია.
„უკანასკნელი ადამიანი, ვისი ნახვაც რუსეთს ოვალურ კაბინეტში სურს დონალდ ტრამპია. იმიტომ რომ არავინ ყოფილა რუსეთთან ისეთი მკაცრი, როგორიც მე ვარ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება.