ჯანსაღი სალათა

ჯანსაღი სალათა

მიიღეთ  უამრავი  ვიტამინი  მარტივად  მოსამზადებელი  სალათით.

ინგრედიენტები

კომბოსტო - 200 გრ

სტაფილო - 2 ცალი

ბულგარული წიწაკა - 2 ცალი

მწვანე ხახვი - 6 ღერი

მარილი და შავი წიწაკა - გემოვნებით

ზეითუნის ზეთი - 2 სკ

ლიმონის წვენი - 2 სკ

მომზადების წესები

მსხვილ  სახეხზე  გახეხეთ  კომბოსტო, სტაფილო  და  ბულგარული  წიწაკა. 

მოათავსეთ  სასალათეში,  მოაყარეთ  წვრილად  დაჭრილი  მწვანე  ხახვი,  მარილი,  შავი  წიწაკა, მოასხით  ლიმონის  წვენი,  ზეითუნის  ზეთი.

კარგად  ამოურიეთ  და  გემრიელად  მიირთვით.