ინგრედიენტები
პური ლავაში - 1 ცალი
1 ლიმონის წვენი
კიტრი - 1 ცალი
პომიდორი - 3-4 ცალი
მწვანე ხახვი - რამდენიმე ღერი, ან 1 პატარა თავი ხახვი
ოხრახუში - 1 კონა
ნედლი პიტნა - 3-5 ღერი, ან ხმელი პიტნა 1 ს/კ
ქინძი - 4-5 ღერი
ნიორი - 2 კბილი
ზეითუნის ზეთი - 6-8 ს/კ
მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები
ნიორი გაატარეთ ან დანაყეთ, რათა მიიღოთ ფაფისებური მასა. დაასხით 1 ს/კ ლიმონის წვენი.
გაახურეთ ღუმელი ან გრილი. ლავაში გაჭერით სიგანეზე და აცხვეთ, სანამ არ დაიბრაწება. შემდეგ დაამტვრიეთ და დანამეთ ლიმონის წვენით ან წყლით.
კიტრი და პომიდორი დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად, ოხრახუში, მწვანე ხახვი, ქინძი და პიტნა - წმინდად.
სალათის ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ მარილი და პილპილი. ნივრისა და ლიმონის წვენის მასას დაასხით ზეითუნის ზეთი, ოდნავ შეანჯღრიეთ და მოასხით სალათს.