საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანს კანადაში ქვეყნის ყოფილი მაღალჩინოსნის ლიკვიდაციის მიზნით მკვლელების რაზმის გაგზავნაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მათი სამიზნე საად ალ-ჯაბრი იყო, რომელსაც საუდის არაბეთში არაერთი გავლენიანი თანამდებობა ეკავა. 3 წლის წინ ის ქვეყნიდან გადასახლდა და მას შემდეგ ტორონტონში, კერძო დაცვის ქვეშ ცხოვრობს.
მისი მკვლელობის გეგმა მას შემდეგ ჩაიშალა, რაც კანადელმა მესაზღვრეებმა პრინცის რაზმი ქვეყანაში არ შეუშვეს. საუბარი სწორედ იმ რაზმზეა, რომელმაც თურქეთში ჟურნალისტ ჯამალ ხაშაღის მკვლელობაში მონაწილეობდა. ალ-ჯაბრი აცხადებს, რომ პრინცს მისი მოკვლა იმ ინფორმაციის გამო სურს, რომელსაც ის სამეფო ოჯახზე ფლობს.
საჩივარი პრინცის წინააღმდეგ აშშ-ის სასამართლოშია შეტანილი. საუდის არაბეთის მთავრობას კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
ჯამალ ჰაშაღი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში 2018 წლის ოქტომბერში მოკლეს. ის საუდის არაბეთის მთავრობას მწვავედ აკრიტიკებდა. მოკლული ჟურნალისტის დანაწევრებული სხეული ამ დრომდე არ არის ნაპოვნი.
8 თებერვალს გაერომ თავისი ექსპერტების დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშაღის მკვლელობა საუდის არაბეთის მაღალჩინოსნებმა დაგეგმეს და შეასრულეს. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს გამოძიების დასკვნის შედეგებს უარყოფს. ივლისში თურქეთის სასამართლომ ჟურნალისტ ჯამალ ჰაშაღის მკვლელობის საქმის განხილვა განაახლა.