აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოჰაიოს შტატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, ჯო ბაიდენი წინააღმდეგ გამოდის.
„ჯო ბაიდენი ღმერთის წინააღმდეგია. ის იარაღის წინააღმდეგია. ჯო ბაიდენი რადიკალი მემარცხენეების დღის წესრიგს ატარებს. ის იარაღს წაგართმევთ, კონსტიტუციის მეორე შესწორებით მინიჭებულ უფლებებს გაანადგურებს. არ იქნება რელიგია, არაფერი იქნება. იგი ბიბლიასა და უფალს ავნებს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ერთმანეთს დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი დაუპირისპირდებიან, მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება.