აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1 000 054-ს მიაღწია. ამის შესახებ AFP-ი იუწყება.

ბოლო მონაცემებით, ინფექციით 21 687 ადამიანი გარდაიცვალა, 676 594 კი გამოჯანმრთელდა. COVID-19-ით ყველაზე მეტი ადამიანი სამხრეთ აფრიკაში დაინფიცირდა (დაახლოებით 538 000), მეორე ადგილზეა ეგვიპტე (95 000), მესამეზე კი ნიგერია (45 000-ზე მეტი).

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.