ინგრედიენტები
ფქვილი - 250 გ
კარაქი - 170 გ
შაქარი - 150 გ
მომზადების წესები
დარბილებულ კარაქს შეურიეთ 100 გ შაქარი, ურიეთ კრემის კონსისტენციის მიღებამდე.
დაუმატეთ მასაში ფქვილი და აურიეთ. უნდა მიიღოთ წვრილი ხრეშივით მასა.
მოზილეთ ცომი.
მიეცით ცომს ძეხვის ფორმა.
დააფინეთ მაგიდაზე პერგამენტის ქაღალდი და დაყარეთ ზედ 50 გ შაქარი. ამოავლეთ ცომი შაქარში.
შეფუთეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და შედეთ მ აცივარში 30 წუთით.
შემდეგ გამოიღეთ ცომი მაცივრიდან და დაჭერით 1 სანტიმეტრის სისქის ნაჭრებად.
გადაიტანეთ ღუმელის გამოსაცხობ ლითონის ფირფიტაზე და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთით.