პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში აფეთქების შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ Hindustan Times-ი წერს.
შემთხვევა აქციაზე მოხდა, სადაც ინდოეთის მიერ ქაშმირისთვის განსაკუთრებული სტატუსის გაუქმებიდან ერთი წლის იუბილე აღინიშნებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა აქციის მონაწილეებს ყუმბარა ესროლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა სინდჰუდეშის რევოლუციურმა არმიამ აიღო.