აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ევროპის ქვეყნებში ტურნე დააანონსა. როგორც Deutsche Welle წერს, მაიკ პომპეომ ამის შესახებ ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კერძოდ, 11 აგვისტოდან პომპეო პოლონეთს, ჩეხეთს, სლოვენიასა და ავსტრიას ეწვევა. როგორც პომპეო იმედოვნებს, „ეს ძალიან მნიშვნელოვანი და პროდუქტიული ვიზიტები“ იქნება.