შეინახეთ ზამთრისთვის ალუბალი ცოცხლად

შეინახეთ ზამთრისთვის ალუბალი ცოცხლად

ინგრედიენტები

ალუბალი - 1 კგ

შაქარი - 1 კგ

მომზადების წესები

გაარჩიეთ ალუბალი, გარეცხეთ და დაყარეთ საწურზე.

გამოკურკეთ.

წინასწარ გაასტერილეთ მინის ქილები.

გაანაწილეთ გამოკურკული ალუბალი ქილებში, მოაყარეთ შაქარი.

დატოვეთ ქილებით ალუბალი გრილ ადგილას მთელი ღამით.

დილით დაამატეთ ქილებში შაქარი და დააფარეთ კაპრონის ხუფები.

შეინახეთ ალუბლიანი ქილები გრილ, ბნელ ადგილას.