ლეღვის არომატული მურაბა მარტივად

ლეღვის არომატული მურაბა მარტივად

ინგრედიენტები

ლეღვი - 3 კგ

შაქარი - 3 კგ

წყალი - 3 ჭიქა

ვანილი

მომზადების წესები

შაქარს დავასხათ წყალი და წამოვადუღოთ.

ლეღვი გავრეცხოთ, ჩანგლით დავჩხვლიტოთ.

შაქარი და წყალი გავაცხელოთ, რომ სიროფი წარმოიქმნას, ჩავყაროთ ლეღვები და ვადუღოთ 5-7 წთ. შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაცივოთ ბოლომდე.

ასე გავიმეოროთ 3-ჯერ. ბოლოს დავუმატოთ ვანილი. თუ ზამთრისთვის ვაპირებთ შენახვას, მურაბა მდუღარე ჩავასხათ სტერილურ ქილებში და სახურავები კარგად დავაფაროთ.