ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი 1 061 ადამიანს დაუდგინდა, ჯამში კი დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 74 219-მდე გაიზარდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს 26 პაციენტი ემსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 1,764-ს გაუტოლდა. გამოჯანმრთელებულია 40 613 პაციენტი.
უკრაინაში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 3 მარტს გამოვლინდა. ამ დრომდე, ქვეყანაში ტესტირება 108 114 ადამიანს ჩაუტარდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.