ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილთა რიცხვი 63-მდე გაიზარდა. სამი ათასზე მეტი ადამიანი დაშავებულია.
ბეირუთში მომხდარი აფეთქებების გამო, ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ჰასან დიაბმა 5 აგვისტო ქვეყანაში გლოვის დღედ გამოაცხადა.
ლიბანის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პორტში ამონიუმის ნიტრატი ინახებოდა, რაც აფეთქების მიზეზი გახდა.