ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის გამო სამხრეთ კორეაში 1000-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ამის შესახებ Reuters-ს ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს.
სტიქიას ემსხვერპლა 13 ადამიანი, ხოლო 13 დაკარგულად ითვლება.
სამხრეთ კორეაში ადამიანები მეწყერმა იმსხვერპლა, დატბორილია 5 751 ჰექტარი სოფლის მეურნეობის სავარგულები, ავტომაგისტრალებისა და ხიდების ნაწილი ქალაქ სეულში.
კორეის პრეზიდენტმა საგანგებო თათბირი გამართა, რა რეგიონის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ადამიანების დაღუპვის ფაქტები აღკვეთოს.