ტოლმა ღუმელში – განსხვავებული რეცეპტი

ტოლმა ღუმელში – განსხვავებული რეცეპტი

ინგრედიენტები

საქონლის ხორცის ფარში - 600 გ

ბრინჯი - 100 გ

კომბოსტო - 300 გ

ხახვი - 100 გ

კვერცხი - 3 ცალი

არაჟანი - 400 გ

ზეთი

მომზადების წესები

ხორცის ფარშს შეურიეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ბრინჯი, მოხარშული და დაჭრილი კვერცხი, მარილი, პილპილი.

კომბოსტო მოწალეთ (ოდნავ მოხარშეთ), მოაცალეთ ფურცლები და გაახვიეთ თითოეულში ფარში.

დააწყვეთ ერთმანეთთან მჭირდროდ ტოლმები ზეთმოსხმულ ჟარონაზე, ზემოდან მოასხით არაჟანი.

შედგით ღუმელში დაახლოებით 1 საათით, სანამ არაჟანი არ მოიბრაწება.