ფლორიდა ტროპიკულ შტორმისთვის „ისაიასთვის“ ემზადება, როგორც მოსალოდნელია შტორმი აშშ-ის შტატს სავარაუდოდ დღეს მოგვიანებით მიუახლოვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ფლორიდის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა. სახელმწიფო ორგანოებმა თავშესაფრები გახსნეს, ხოლო სანაპიროები და პარკები კი დაკეტეს.
აღსანიშნავია, რომ ფლორიდა ამერიკის ერთ-ერთი ის შტატია, რომელსაც კორონავირუსმა ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა, სულ 480,000-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა.
„ისაიასმა“ გზად უკვე გაანადგურა ხეები, მოსავალი, სახლები და ასევე გამოიწვია წყალდიდობა და მეწყერი დომინიკის რესპუბლიკასა და პუერტო-რიკოში, სადაც მინიმუმ 2 ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქარის სიჩქარე ეპიცენტრში 110 კმ/სთ-ს აღწევს.