ბერლინში, სადაც პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს, დემონსტრაციებზე 45 პოლიციელი დაშავდა. ამის შესახებ Detsche Welle იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, აქციის მონაწილეების უმეტესობა სოციალურ დისტანციას არ იცავდა, მათ არც პირბადეები ეკეთათ, ამიტომ სამართალდამცველებმა დემონსტრაციის დაშლა გადაწყვიტეს. ორგანიზატორებმა მათი მოთხოვნა გაითვალისწინეს, თუმცა დემონსტრანტების ნაწილი ქუჩაში დარჩა და მოგვიანებით მათსა და პოლიციელებს შორის შეტაკებები მოხდა.
სამართალდამცველებმა 133 ადამიანი დააკავეს. 89-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ბერლინში გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა დაახლოებით 20 000-მა ადამიანმა მიიღო.