თურქთის ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლთან 4,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Hurriyet Daily News-ი ავრცელებს.
კატასტროფისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 6 საათსა და 43 წუთზე მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 35 კილომეტრის სიღრმეზე იყო.
დაშავებულთა ან დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.