გვსურს, მომხმარებლებს ვაცნობოთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, სახელმწიფო დახმარების მიღებასთან დაკავშირებით, თიბისის მხარეს შექმნილი შეფერხება სრულად აღმოფხვრილია. მომხმარებლებს შეუფერხებლად შეუძლიათ კუთვნილი სახელმწიფო სუბსიდიით სარგებლობა.
იმ შემთხვევაში, თუ კომპენსაციის მიღებისას თიბისი ბანკის ანგარიშზე რაიმე სახის ხარვეზი კვლავ ფიქსირდება, დაგვიკავშირდით 24 საათიან ცხელ ხაზზე - (032) 2 27 27 27 და მაქსიმალურად სწრაფად შევეცდებით პრობლემის მოგვარებას.