უგემრიელესი ფუნთუშები ატმით

უგემრიელესი ფუნთუშები ატმით

ინგრედიენტები

ფქვილი - 300 გრ

შაქარი - 30 გრ

გამაფხვიერებელი - 5 გრ

კვერცხი - 1 ცალი

კეფირი - 120 მლ

კარაქი - 20 გრ

ვანილი - 1 შეკვრა

მარილი - მწიკვი

გულსართი

ატამი - 3 ცალი

შაქარი - გემოვნებით

მანის ბურღული - 20 გრ

მომზადების წესები

მოვათავსოთ ჯამში შაქარი, ფქვილი და გამაფხვიერებელი, ჩავამატოთ ცალკე ათქვეფილი კეფირი და კვერცხი, გამდნარი კარაქი, მარილი, ვანილი და მოვზილოთ ფაფუკი ცომი.

დავჭრათ ატამი პატარა კუბიკებად, შევურიოთ შაქარი და მანი.

გავაბრტყელოთ ცომი, გამოვჭრათ ოვალური ფორმები, მოვათავსოთ ზედ გულსართი და ლამაზად შევუკრათ თავი.

მომზადებული ფუნთუშები დავაწყოთ საცხობ სინზე, თავზე მოვუსვათ რძეში ათქვეფილი კვერცხი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.