ილჰამ ალიევი: სომხეთის ხელისუფლება სოროსის შეკვეთებს ასრულებს - სოროსის აგენტები არიან

ილჰამ ალიევი: სომხეთის ხელისუფლება სოროსის შეკვეთებს ასრულებს - სოროსის აგენტები არიან

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სომხეთის ხელმძღვანელობა ჯორჯ სოროსის შეკვეთების შესრულებაში დაადანაშაულა.

„ცხადია, რომ სომხეთში მომხდარი რევოლუცია სოროსის და მასთან დაახლოებული წრეების მორიგი პროვოკაცია იყო. დიახ, სომხებს სძულდათ წინა ხელისუფლება. სომხეთის წინა ხელისუფლება სიძულვილის ღირსი იყო. თუმცა, ახალი ხელისუფლება წინა ხელისუფლებისგან დიდად არ განსხვავდება. შემთხვევით კი არ გამოუყო სოროსის ფონდმა 600 000 დოლარი სომხეთს პანდემიასთან ბრძოლისთვის. კიდევ რომელ სხვა ქვეყანას გაუწიეს ასეთი დახმარება? აზერბაიჯანს გაუწიეს დახმარება? არა.

აზერბაიჯანში სოროსის ფონდის კვალიც კი არ დარჩა, რადგან აქ პროვოკაციებით იყვნენ დაკავებულნი და ახალგაზრდებს ტვინს უწამლავდნენ. ახალგაზრდების სახელმწიფოს წინააღმდეგ განწყობა სურდათ. თუმცა, ფართოდ გაშალეს ფრთები სომხეთში. ვიცით, რომ სომხეთის ახლანდელი ხელისუფლება ფულს სოროსის ფონდიდან იღებს, მათი აგენტები არიან და მათ შეკვეთებს ასრულებენ“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.