ინგრედიენტები
რძე - 2.5% - 300 მლ
ბანანი - 1 ც
კაკაო - 1.5-2 სკ
ჟელატინი - 10 გ
წყალი - 40 მლ
თაფლი, ნეკერჩხლის ან აგავის სიროფი ან სხვა ნებისმიერი დამატკბობელი - 2 სკ
მომზადების წესები
ჟელატინი წყალში დაალბეთ, 10-15 წთ გააჩერეთ.
ბანანი დაჭერით, დაუმატეთ კაკაო, რძე და დამატკბობელი. კარგად დააბლენდერეთ. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, დაუმატეთ გამდნარი ჟელატინი (ჟელატინის გადნობა მიკროტალღურ ღუმელში ან ორთქლის აბაზანაზე შეგიძლიათ).
გადაანაწილეთ სითხე ჭიქებში და შედგით მაცივარში 3-4 საათით.