ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 70 776 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 403 ადამიანი გარდაიცვალა.
ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 4 426 982 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 150 713 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.