ამარეტოსა და ესპრესოს პანა-კოტა

ამარეტოსა და ესპრესოს პანა-კოტა

ინგრედიენტები

ამარეტოს ჟელესთვის

ლიქიორი ამარეტო - 160 მლ

წყალი - 140 მლ

ჟელატინი - 5 გ

პანა-კოტასთვის:

ნაღები - 500 მლ

შაქარი - 50 გ

ვანილის შაქარი - 1 შეკვრა

ჟელატინი - 6,5 გ

ესპრესო-ჟელესთვის:

ყავა ესპრესო - ცხელი, 250 მლ

შაქარი - 1 ჩ/კ

ჟელატინი - 5 გ

მომზადების წესები

ამარეტო-ჟელესთვის დაალბეთ ჟელატინი 5-10 წუთით. ამარეტოს დაუმატეთ წყალი, შეათბეთ და დაუმატეთ გაფუებული ჟელატინი, ურიეთ, სანამ ჟელატინი მთლიანად არ გადნება. გაანაწილეთ ბოკლებში/ფორმებში და მოათავსეთ მაცივარში, რათა გამკვრივდეს.

პანა-კოტასთვის დაალბეთ ჟელატინი 5-10 წუთი.ნაღებს დაუმატეთ შაქარი, დადგით ცეცხლზე და შეათბეთ, თან ურიეთ. არ აადუღოთ ისე დაუმატეთ ჟელატინი და ურიეთ, სანამ არ გადნება.

გააგრილეთ პანა-კოტას ჟელე, თორემ ცხელი რომ დაასხათ ამარეტოს ჟელეს, გაადნობთ.

გაგრილებული პანა-კოტა დაასხით ამარეტოს და კვლავ შედგით მაცივარში. 

ესპრესოს ჟელესთვის: დაალბეთ ჟელატინი 5-10 წუთი. მოხარშეთ ყავა ესპრესო, დაუმატეთ შაქარი და მოურიეთ. ცხელ ყავას დაუმატეთ გაფუებული ჟელატინი და ურიეთ, სანამ არ გადნება ბოლომდე.

გააგრილეთ ესპრესო და დაასხით პანა-კოტას ჟელეს მესამე ფენა. მოათავსეთ მაცივარში, სანამ ბოლომდე არ გამოკვრივდება.