მალაიზიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ნაჯიბ რაზაკს სასამართლომ 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, - ამის შესახებ BBC წერს.
მას ბრალი კორუფციაში, ფულის გათეთრებასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედებოდა.
რაზაკი ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს და აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
ის პრემიერმინისტრის პოსტს 2009-დან 2018 წლამდე იკავებდა.