ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, არაგვისპირელის ქ. N32-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მონოლითური რკინა-ბეტონის სეისმიური სარტყელი და საძირკვლის ფილა მოეწყობა. მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 120 000 ლარია.