გერმანული მედიის ინფორმაციით, ბერლინში დაკავებული მძღოლი, რომელიც გამვლელებს დაეჯახა, ნასვამი იყო

გერმანული მედიის ინფორმაციით, ბერლინში დაკავებული მძღოლი, რომელიც გამვლელებს დაეჯახა, ნასვამი იყო

ახალგაზრდა კაცი, რომელიც ბერლინში გამვლელებს ავტომობილით შეეჯახა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ამის შესახებ გერმანული მედია იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის მძღოლს, რომელიც პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა, ნასვამობა დაუდგინდა.

ინციდენტი შარლოტენბურგის რაიონში 26 ივლისს მოხდა. დაშავდა 6 ადამიანი. 3-მა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.

პოლიციამ ტერაქტის ვერსია თავიდანვე გამორიცხა.