გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ დიდ შვიდეულში რუსეთის დაბრუნების შესაძლებლობას ვერ ხედავს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოცემა Rheinische Post-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„რუსეთის G8-ის ფორმატიდან გარიცხვის მიზეზი ყირიმის ანექსია და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში შექმნილ სიტუაციაში ჩარევა იყო. ვერ ვხედავ რუსეთის G8-ის ფორმატში დაბრუნების შესაძლებლობას მანამ, სანამ ეს სიტუაცია არ მოგვარდება“, - განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ჰაიკო მაასმა ასევე გააკეთა კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომ G7-ის სამიტზე ინდოეთის, ავსტრალიისა და სამხრეთ კორეის მოწვევა უნდა მოხდეს.
„დიდ შვიდეულს და დიდ ოცეულს გონივრულად კოორდინირებული ფორმატები აქვთ, ჩვენ არ გვჭირდება დიდი 11 ან დიდი 12“, - დასძინა მან.
გავიდა რამდენიმე წელი და ჰიტლერმა ავსტრია მიიღო გერმანიის შემადგენლობაში! - "ანშლუს".
"ერთადერთი, რასაც ისტორია გვასწავლის, ისაა, რომ არაფერს გვასწავლის! "