გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი 1 106 ადამიანს დაუდასტურდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბოლო თვის განმავლობაში ეს ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. აბსოლუტური რეკორდი კი ქვეყანაში 26 ივნისს დაფიქსირდა, როცა COVID-19-ის დიაგნოზი 1 109 პაციენტს დაუსვეს. ჯამში უკრაინაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 63 929-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 19 პაციენტი ემსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 1 590-ს შეადგენს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.