გასული 24 საათის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსის 73 715 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 1 130 ინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
საერთო ჯამში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა ქვეყანაში 4 112 531 შეადგინა, გარდაცვლილია 145 546 პაციენტი.
ყველაზე დაზარალებულ შტატებში - ნიუ-იორკში, კალიფორნიასა და ფლორიდაში შემთხვევების რიცხვი 400 ათასს აღემატება, ტეხასში კი ამ მაჩვენებელმა 380 ათასს გადააჭარბა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.