ატმის ტორტ-სუფლე ცხობის გარეშე - სეზონის ჰიტი, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ

ატმის ტორტ-სუფლე ცხობის გარეშე - სეზონის ჰიტი, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ

ინგრედიენტები

ბაზა

ფხვიერი ქარხნული ნამცხვარი "პეჩენია" - 120 გ

კარაქი - 80 გ

კრემ-მუსი

ნაღები 33% - 200 მლ

გაწურული მაწონი ან იოგურტი - 250 გ (არაჟანიც შეიძლება)

შაქრის პუდრა - 25 გ

შესქელებული რძე - 60 გ

ჟელატინი - 20 გ

ატამი - 600 გ

გაფორმებისთვის

ნაღები 33% - 150 მლ

შაქრის პუდრა - 25 გ

მომზადების წესები

ორცხობილა დააქუცმაცეთ, დაუმატეთ გამდნარი კარაქი და კვლავ დააქუცმაცეთ, გადაიტანეთ ფორმაში (18 სმ დიამეტრი) და დაპრესეთ. შედგით მაცივარში გასაგრილებლად.

ატამი გათალეთ და კუბებად დაჭერით. ნახევარი დააბლენდერეთ.

ჟელატინი წყალში დაალბეთ და დააყოვნეთ.

ნაღები კარგად ამოიყვანეთ, დაუმატეთ შაქარი, გაწურული მაწონი (ან იოგურტი, ან არაჟანი), შესქელებული რძე და ატმის პიურე, კვლავ დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ჟელატინი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში და შეათქვიფეთ კრემს. ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი ატამი და ფრთხილად ამოურიეთ. კრემ-მუსი გადაიტანეთ ფორმაში, თავი მოუსწორეთ, გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და 4 საათით მაცივარში შედგით.

ბოლოს სურვილისამებრ მორთეთ ნაღების კრემით (ნაღები + შაქარი) და ცოცხალი ატმით.