აშშ-ის კოსმოსური სარდლობა რუსეთს დედამიწის ორბიტაზე თანამგზავრსაწინააღმდეგო იარაღის ცდებში ადანაშაულებს. ინფორმაცია ამის შესახებ უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ამერიკული მხარის ცნობით, ცდები 15 ივლისს გაიმართა, როდესაც თანამგზავრ Cosmos 2543-ს გარკვეული ობიექტი გამოეყო. განცხადებაში ობიექტის შესახებ დამატებითი დეტალები არ კონკრეტდება, თუმცა ხაზგასმით აღნიშნულია, რომ აშშ იარაღის ცდების ჩატარების მტკიცებულებებს ფლობს.
ანალოგიური ბრალდებები რუსეთს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ჰარვი სმიტმა წაუყენა. Sky News-ის ცნობით, შესაძლოა რუსეთს ერთი თავისი თანამგზავრიდან მეორეზე მიეტანა იერიში.