სომხეთში კორონავირუსი 18 წლამდე ასაკის 2 230 ბავშვს დაუდგინდა

სომხეთში კორონავირუსი 18 წლამდე ასაკის 2 230 ბავშვს დაუდგინდა

17 ივლისის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსით 18 წლამდე ასაკის 2 230 ბავშვი დაინფიცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

როგორც სააგენტო „არმენპრესი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, კოვიდინფიცირებული 1 134 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომაროება შეფასდა, როგორც საშუალო, 12-ის მძიმე, ერთის კი უკიდურესად მძიმე.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსის 36 162 შემთხვევა დადასტურდა, 25 244 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 688 ადამიანი გარდაიცვალა.