ჩუღურეთში ამხანაგობების პროექტების განხორციელება გრძელდება

ჩუღურეთში ამხანაგობების პროექტების განხორციელება გრძელდება

ჩუღურეთის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, უზნაძის N2-ში არსებულ ეზოში, ხუთ სადარბაზოში სამგზავრო ლიფტის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე 140 ოჯახი ცხოვრობს. პროექტს, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატთან რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნულ პროექტს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 80 000 ლარია.