ინგრედიენტები
საზამთროს კანი - 1.2 კგ
შაქარი - 1.5 კგ
წყალი - 3 ჭიქა
ვანილი
სოდა - 2.5 ჩკ
მომზადების წესები
სპეციალური სათლელით დავჭრათ უთხელეს ფირფიტებად საზამთროს ქერქი, ცოტა წითელი ფერებიც შევურიე და ლამაზი გამოვიდა (მხოლოდ, რაც კანზე აყვა და არა რბილობი).
დაჭრილი ფირფიტები დავახვიოთ ხვეულებად და ავასხათ ძაფზე მძივებივით (დედა ძაფებს ახვევდა ხოლმე, მე ასე უფრო გამიადვილდა), შემდეგ გადავიტანოთ თასში და გავაჩეროთ 2,5 ჩ/კ სოდიან წყალში 4 საათის განმავლობაში.
გავრეცხოთ კარგად გამდინარე წყალში. ცალკე მოვამზადოთ სიროფი. 1.500კგ. შაქარს დავუმატოთ, 3ჩ/ჭ წყალი და დავადუღოთ. შესქელებული სიროფი დავასხათ გამზადებულ საზამთროს და წამოვადუღოთ დაახლოებით 15 წთ. თან მოვქაფოთ. დავამატოთ ვანილი (მე ღამე დავიწყე, წამოვადუღე და მერე დილით გავაგრძელე). დილით ვხარშე 15 წთ. შემდეგ, 1 საათი გავაჩერე და ისევ 15 წთ.
ძაფები მოვაცალოთ მოხარშვის შემდეგ, შეგრილებულზე. გამოდის ხრაშუნა და გემრიელი.