ნიგვზიანი ბადრიჯნის ვარიაცია - ბადრიჯანი შესუნელებული ხაჭოს შიგთავსით

ნიგვზიანი ბადრიჯნის ვარიაცია - ბადრიჯანი შესუნელებული ხაჭოს შიგთავსით

ბადრიჯნის რულეტები იდეალურია საზაფხულო წვეულებებისთვის, ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება, უგემრიელესია!

ინგრედიენტები

ხაჭო - 200 გ

ბადრიჯანი - 2 ც

არაჟანი - 1 სკ

პამიდორი - 1 ც

ნიორი - 3 კბ

ზეითუნის ზეთი

მარილი და პილპილი გემოვნებით

პროვანსული ხმელი სუნელები

მომზადების წესები

ხაჭოს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, მარილი, პილპილი, სუნელები, არაჟანი. კარგად ჩაზილეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.

ბადრიჯანი დაჭერით სიგრძეზე, შეწვით ტაფაზე, გადაიტანეთ ხელსახოცზე, რომ ზედმეტი ცხიმისგან გათავისუფლდეს. ბადრიჯანზე გადაანაწილეთ ხაჭოს შიგთავსი და რულეტივით გადაახვიეთ.