დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იმ ქალაქებში, სადაც კრიმინოგენური სიტუაცია გაუარესდა, დამატებით ფედერალურ ძალებს გააგზავნის

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იმ ქალაქებში, სადაც კრიმინოგენური სიტუაცია გაუარესდა, დამატებით ფედერალურ ძალებს გააგზავნის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩიკაგოსა და სხვა ქალაქებში, სადაც კრიმინოგენური სიტუაცია გაუარესდა, დამატებით ფედერალურ ძალებს გააგზავნის.

„ბოლო პერიოდში რადიკალური მემარცხენე მოძრაობა ამოქმედდა, რომლის მიზანი პოლიციისთვის დაფინანსების შეწყვეტა და პოლიციის დეპარტამენტების დაშლაა. რადიკალური შეხედულებების პოლიტიკოსები პოლიციის წინააღმდეგ ამ მოძრაობას შეუერთდნენ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამგვარმა ქმედებებმა ძალადობის მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

„ეს სისხლისღვრა უნდა შეწყდეს. დღეს ვაცხადებ, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტებში, სადაც ძალადობრივი დანაშულების ზრდა დაფიქსირდა, ფედერალური სამართალდამცველების რაოდენობას გავზრდი. სხვა არჩევანი არ გვაქვს. უნდა ჩავერიოთ ამ სიტუაციაში“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.