ჩინეთმა მარსზე თავისი პირველი როვერი გაუშვა

ჩინეთმა მარსზე თავისი პირველი როვერი გაუშვა

ჩინეთმა მარსის გამოსაკვლევი თავისი პირველი ზონდი „ტიანვენ-1“ წარმატებით გაუშვა. ამის შესახებ სააგენტო „სინჰუა“ იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, რაკეტამ „ჩანჩჟენ-5“ სტარტი ვენჩანის კოსმოდრომიდან აიღო. ზონდი მარსს 7 თვეში - 2021 წლის თებერვალში მიაღწევს. კოსმოსური სადგური პლანეტის ორბიტაზე 2 თვეს გაატარებს, აპრილში კი ზედაპირზე მარსმავალს ჩაუშვებს, რომელიც წითელი პლანეტის ზედაპირს შეისწავლის და მასზე წყლის პოვნას შეეცდება.

„ტიანვენ-1“ კვირის განმავლობაში მარსისკენ მიმართული უკვე მეორე მისიაა. 20 ივლისს კოსმოსური აპარატი „ალ-ამალი“ („იმედი“) არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმაც გაუშვა.