ბაიდენმა ტრამპს რასისტი უწოდა

ბაიდენმა ტრამპს რასისტი უწოდა

ამერიკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი რასისტად მოიხსენია.

კითხვაზე, როგორ აფასებს მოქმედი პრეზიდენტის განცხადებებს კორონავირუსის „ჩინურ ვირუსად" გამოცხადების შესახებ, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ტრამპი მსგავსი განცხადებებით რასიზმს თესავს.

„არც ერთ რესპუბლიკელ და დემოკრატ პრეზიდენტს არ გაუკეთებია მსგავსი რამ. ტრამპი პირველი არჩეული პრეზიდენტია, ვინც ეს გააკეთა“, - განაცხადა ბაიდენმა.